31, მაისი 2019 20:01:00
ფაქტზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც. მმართელი გუნდი გამოძიების შედეგებს ელოდება და ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებს, ოპოზიცია კი მთელ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და სისტემურ პრობლემებსა და კორუფციაზე საუბრობს.
სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩში“. გიორგი ფუტკარაძის თქმით, მთავრობა ბაზრის ფასს არ უნდა ადგენდეს და მიიჩნევს, რომ ასეთ დროს, კორუფციის რისკები ყოველთვის არსებობს.
იაფი სალხის ირგვლის კორუფციის ნიშნებზე წლებია საუბრობს ოპოზიცია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები რიგით საჯარო მოხელეებს ხელებს აწმენდენ. ასმათ დიასამიძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
საქმეში, რომ შესაძლო კორუფციის ნიშნები იკვეთება, ამაზე „პატრიოტთა ალიანსშიც“ საუბრობენ. თუმცა ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მანამდე არჩილ მამულაძე უფრო მეტს ვერ საუბრობს და უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.
გამოძების შედეგებს ელოდებიან მმართველ გუნდშიც. მანანდე კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე კანონის უზენაესობაზე საუბრობს. სულიკო თებიძის მტკიცებით, ყველა პირი, რომელიც კორუფციაშია გახვეული, მიუხედავად მისი პოლიტიკური სტატუსისა, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
7 მაღალჩინოსნის დაკავება გუშინ, მოხდა. პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ერთდროულად, სპეცოპერაციის შედეგად აიყვამა. მათ ბრალი ბრალად სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედებათ. საქმე ბათუმის მერიის ,,იაფი სახლის“ პროექტს ეხება.